ფეხბურთი

14:10 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში სურთ, რომ დეშამმა ნაკრები ევრო 2024-ის შემდეგ დატოვოს

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის რამდენიმე წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მათ ზურგს უკან მიიღო და მოითხოვენ, დიდიე დეშამმა ნაკრები ევრო 2024-ის შემდეგ დატოვოს.



შაბათს ოფიციალურად დადასტურდა, რომ დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში რამდენიმე ადამიანი დიდიე დეშამის მუშაობით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ მისი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ მათ ზურგს უკან გადაწყვიტა.

ფედერაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კომიტეტის ასამბლეაზე ლე გრეს არაფერი უხსენებია იმის შესახებ, რომ დეშამს ასეთ გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებდა. რამოდენიმე წევრს სურს, რომ მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა ევრო 2024-ის შემდეგ დატოვოს, შესაბამისად შესაძლოა მისი კონტრაქტი კიდევ ერთხელ გადაიხედოს.

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრები 2012 წელს ჩაიბარა. მან ეროვნულ გუნდს 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი, 2021 წელს კი ერთა ლიგა მოაგებინა. დაახლოებით 1 თვის წინ დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი მისმა საფრანგეთის ნაკრებმა ფინალი არგენტინასთან წააგო.

0.12402