ფეხბურთი

13:42 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვან ბასტენმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვეგჰორსტის ნაცვლად ლუკ დე იონგის შეძენა ურჩია

ნიდერლანდების ნაკრების ლეგენდამ, მარკო ვან ბასტენმა ერიკ ტენ ჰააგს ურჩია, რომ გუნდში ბევრი ნოდერლანდელი არ მიიყვანოს, ვოუთ ვეგჰორსტის კანდიდატურა კი დაიწუნა და მას ლუკ დე იონგი არჩია.



„შესაძლოა ძალიან სახიფათო იყოს ის, როცა ბევრი ნიდერლანდელი მოთამაშე გყავს გუნდში. ამან შეიძლება სიტუაცია არიოს. ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვნახეთ „ბარსელონას“ მაგალითზე. როდესაც მათ გუნდში 5 ნიდერლანდელი ჰყავდათ, საქმე კარგად არ მისდიოდათ. ტენ ჰააგი ამას უნდა უფრთხილდეს.“

„ვეგჰორსტის შესახებ გარკვეული ეჭვები მაქვს. შეხედეთ ლუკ დე იონგს. ის სწორედ ისეთი თავდამსხმელია, რომლის იმედიც შეგიძლიათ ჰაერში გქონდეთ. არ მგონია, რომ ვეგჰორსტი ამ ასპექტში ასეთიve ძლიერია. მას თავით გოლის გატანა შეუძლია, თუმცა უფრო მეტად ისეთი სტილის ფორვარდია, რომელიც ენთუზიაზმით და ფიზიკური ძალით შეძლებს წარმატების მიღწევას.“ - განაცხადა ვან ბასტენმა.

ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვოუთ ვეგჰორსტის შეძენას აპირებს. კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ „წითელი ეშმაკები“ ფორვარდს ეძებენ, ერიკ ტენ ჰააგს კი ყველაზე მისაღებ ვარიანტად „ბარნლის“ შემტევი მიაჩნია, რომელმაც თავი მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიჩინა, როდესაც არგენტინის ნაკრებს დუბლი შეუსრულა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

0.11816