საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-18 ტურში გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა. „მეცის“ ქართველი ფეხბურთელი „ნიმთან“ ძირითად შემადგენლობაში არ იყო, თუმცა მშრალი სერიის შეწყვეტა მაინც მოახერხა.
გიორგი მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა და 90-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელსაც ბურთი თავზე გადაუგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „მეცმა“ 4:1 მოიგო.
მიქაუტაძემ ლიგა 2-ში ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა და ახლა მის ანგარიშზე 20 თამაშში 9 გოლია (8 ლიგა 2-ში, 1 - თასზე), გარდა ამისა, 5 საგოლე პასიც აქვს აქტივში. „მეცი“ ბოლო დროს კარგ ფორმაშია და 28 ქულით მეოთხე ადგილზე აღზევდა, მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, „რეუნს“ უმასპინძლებს.
მიქაუტაძე 8 გოლით ლიგა 2-ს ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილს იყოფს და მხოლოდ „ბორდოს“ ფეხბურთელ ჯოშ მაჯას ჩამორჩება, რომელმაც დღეს დუბლი შეასრულა და 10 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
დღესვე ითამაშა ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“, რომელიც „კაენს“ ესტუმრა და საწყის 25 წუთში გატანილი გოლებით 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაუშვა და ვერ მოიგო (2:2). ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.
„ბორდოს“ 32 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ლიდერ „ლე ავრს“ კი 7 ქულით ჩამორჩება. ჟირონდელები მომდევნო ტურში 13 იანვარს, „ამიენს“ შინ დაუპირისპირდებიან. ზურიკოს ლიგა 2-ის 10 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი, ერთი გოლი კი საფრანგეთის თასზეც გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პროსტო ჩემამდე არ დადის გიორგი ჭანურია რატო არ უნდა იყოს ნაკრებში, ხასიათებითაც ძააან გამოსწორდა ეს ბიჭი და ასეთი ფეხბურთელი ჩემი აზრით ნაკრებში ძირითადში უნდა იყოს, თანაც ამ ადამიანს უნდა ნაკრებში თამაში, აი ნახეთ ვიდეო და თქვენით შეაფასეთ სად აზერბაიჯანში თამაში და სან ჰოლანდიაში და რუსეთში თანაც გაცილებით მაღალ დონეზე მემგონი ეს ფეხბურთელი იმსახურებს ნაკრების ძირითადს
0?'>http://www.youtube.com/watch?v=9BWNojgyTrg':'>http://www.youtube.com/watch?v=9BWNojgyTrg'))
ყველა ქართველ ფეხბურთელს ურჩევ ამპარტავნობა გადადონ გვერდზე,მეტი შრომით,თავდადებით და თვითკრიტიკით მიუდგნენ საქმეს,თორემ უფსკრულისკენ მიექანება ჩვენი ფეხბურთი...