კალათბურთი

1:31 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ვირტუსმა" ევროლიგაში კონკურენტთან წააგო

ევროლიგის მე-8 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლა და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი 77:87 წააგო.

იტალიელები გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფის ზონაში შევიდოდნენ, მაგრამ მარცხით სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესეს, თანაც, „ჟალგირისი“ მათი პირდაპირი კონკურენტია. თამაში დაძაბული გამოდგა და ყველაფერი მეოთხე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ლიეტუველებმა 10 ქულით მოიგეს და თამაშშიც ამ სხვაობით იმარჯვეს.

თორნიკე შენგელიამ 23:42 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 4-ს გაუტოლდა.

„ვირტუსი“ 8 მოგებით და 10 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 12 იანვარს, შინ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ გამართავს.

0.126605