სხვა

0:59 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა

საქართველოს ჩემპიონმა წყალბურთში, „დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მეხუთე მატჩი ჩაატარა და ისევ დამარცხდა.

დეიან სტანოიევიჩის გუნდი სერბეთში, „რადნიჩკს“ ესტუმრა და მეტოქეს არაფერი დაუთმო, მაგრამ მარცხს თავი მაინც ვერ აარიდა - 10:11. მთელი თამაში დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, პრაქტიკულად ქულა-ქულაში და თბილისელებს ბოლო შეტევაშიც შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და ერთი ბურთის სხვაობით წააგეს.

„დინამო თბილისს“ გიორგი მაგრაქველიძემ 3 გოლით ულიდერა, ორ-ორჯერ გაიტანეს ჯოვან სარიჩმა და ანდრია ვლაჰოვიჩმა. თუმცა, მათი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

„დინამო“ მოგების გარეშე და 5 მარცხით A ჯგუფში ბოლო ორ ადგილს „ჰანოვერთან“ ერთად იყოფს, რომელსაც 24 იანვარს, თბილისში დაუპირისპირდება.

რადნიჩკი” – დინამო თბილისი11:10 (2:3, 4:3, 3:2, 2:2)

0.112715