ავტოსპორტი

0:33 | 11.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოებმა დაკარზე მეცხრე ეტაპიც მოიგო

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, დაკარის რალი მარათონი მეცხრე ეტაპით განახლდა და ის კვლავ სებასტიან ლოებმა (ბაჰრეინ რეიდ Xტრიმი) მოიგო. კვლავ წარუმტებლად იასპარეზა კარლოს საინსმა (აუდი), ვისაც დუნზე გადავლისას, მანქანა ამოუყირავდა. ბედად, ამ ინციდენტს ტრავმა არ მოჰყოლია.

358-კილომეტრიანი მარშრუტის ბოლოს, ლოებმა სამ წუთზე მეტით აჯობა ლიეტუველ ვაიდოტას ზალას (ტელტონიკა რეისინგი), ფრანგი გერლენ ჩიჩერიტი (GCK მოტორსპორტი) კი მესამე ადგილს დასჯერდა. ამ მოგებით, ლოებმა, ვინც ასევე წინ, მერვე ეტაპიც მოიგო (სულ მიმდინარე მარათონზე სამი ეტაპი აქვს მოგებული), კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ის ახლა 43 წუთზე მეტს აგებს ლიდერსა და მოქმედ ჩემპიონთან, კატარელ ნასერ ალ-ატიასთან (ტოიოტა).

„კარგი რბოლა იყო. ზოგან დროს ვკარგავდით. მოტოციკლების მიერ გაკვალული გზა ზოგჯერ მცდარი იყო და სწორი გზის ძებნა გვიწევდა. მაგრამ სხვებსაც უჭირდათ. ერთ შუალედურ ფინიშთან გერლენი ჩემთან ერთად მივიდა, მაგრამ ფინიშთან ჩამომრჩა. ნავიგაციის პრობლემების გამო, ალბათ ხუთი-შვიდი წუთი დავკარგეთ, მაგრამ უფრო მეტის დაკარგვაც შესაძლებელი იყო“, - ყვება ლოები.

ალ-ატია მხოლოდ მერვე შედეგს დასჯერდა და ახლა მხოლოდ 21 წუთს და 57 წამს უგებს მეორეზე მყოფ ბრაზილიელ ლუკას მორეასს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127199