„კრემონეზეს“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალვინი შესაძლოა გაათავისუფლონ. მიზეზი წარუმატებელი შედეგებია, რადგან სერია A-ში კრემონული გუნდი ისევ მოგების გარეშეა.
„ვერონასთან“ მარცხის (0:2) შემდეგ „კრემონეზე“ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე დაქვეითდა და ალვინი ჯერ არ დაუთხოვიათ, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, ბოლო შანსს „მონცასთან“ 14 იანვარს გასამართ შეხვედრაში მიიღებს.
„კრემონეზე“ თუ ხსენებულ მატჩს ვერ მოიგებს, დიდი შანსია, რომ ალვინი გაათავისუფლონ. მის შემცვლელად იტალიური პრესა რობერტ დ’ავერსასა და დავიდე ბალარდინის ასახელებს.
მასიმიალინო ალვინიმ „კრემონეზე“ ზაფხულში ჩაიბარა და სერია A-ს კლუბში კარიერაში პირველად მუშაობს, მაგრამ მისმა გუნდმა 17 ტურში მხოლოდ 7 ქულა დააგროვა და სამშვიდობო ზონასთან 8-ქულიანი ჩამორჩენა აქვს.
აქვე ვთქვათ, რომ მასიმილიანო ალვინი ლუკა ლოჩოშვილს მუდმივად ენდობა და ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში 14 მატჩი ჩაატარა, ყველა ძირითად შემადგენლობაში.