იმისათვის, რომ ოლეკსანდრ უსიკს ტაისონ ფიურისთან შეხვედრაში ხელი არ შეეშალოს, კრივის საერთაშორისო ფედერაციამ (IBF) უკრაინელ მოკრივეს, თავისი საჩემპიონო სარტყელის ხორვატ ფილიპ ჰრგოვიჩთან შეხვედრის ვალდებულება მოუხსნა.
უსიკი IBF-ის გარდა, WBA-ის, WBO-ის და IBO-ის მძიმე წონის ჩემპიონიცაა, ფიური კი WBC-ს სარტყელს ფლობს. IBF-ს რომ უსიკისთვის ვალდბულება არ მოეხსნა, მას ჰრგოვიჩთან შეხვედრა მოუწევდა და ფიურისთან ბრძოლა გაურკვეველი დროიუთ გადაიწევდა. ან მას IBF-ის ტიტულის დათმობა მოუწევდა.
ასე რომ მომხდარიყო, უსიკის და ფიურის შესაძლო ბრძოლის გამრჯვებული, მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს ვერ მოიპოვებდა და ამ შეხვედრისადმი ინტერესეიც დაიკლებდა.
საინტერესოა, რომ IBF-მ ჰრგოვიჩთან უსიკის შეხვედრის ვალდბულება, სხვა ბრიტანელის, დანიელ დიუბუას სასარგებლოდ მოხსნა. ეს WBA-ის ტიტულის სავალდებულო მოცილეა და კრივის მსოფლიო ასოციაციის „რეგულარული ჩემპიონის“ წოდებას ფლობს. დიუბუას პრომოუტერი კი ფრენკ უორენია, ვინც ამ რანგში ფიურისთანაც მუშაობს. შესაბამისად, მას დიუბუასთან შეხვედრის გადატანა არ გაუჭირდება.
მოკლედ, უსიკის და ფიურის შეხვედრას ხელს უკვე ვერაფერი შეუშლის. ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ისინი ბრძოლას მარტისთვის დანიშნავენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესე თამაშის დამთავრება აღარ გამიგია
პირველათ ვნახე რასაც ქვია
ზუსტად ანალოგიურად დაუმთავრა შეტევაში გუშინ სამტრედიას ტორპედოსთან თამაში შეტევაში, მეკარემ მოიგერია, გამოაგდო მიიღო სამტრედიის ფეხბურთელმა და ჩაწოდებას აპირებდა, როდესაც დაამთავრა. ესეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა 2 წუთი იყო გადაცილებული დამატებულ დროს და დაამთავრა.