ფეხბურთი

22:50 | 10.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ნიჭიერი ჩრდილომაკედონიელი ფეხბურთელი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ ნიჭიერი ჩრდილომაკედონიელი თავდამსხმელი დაშმირ ელეზი დაიმატა. ინფორმაცია იმერული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ტრანსფერის დეტალები და კონტრაქტის ხანგრძლივობა უცნობია, მაგრამ 18 წლის ფეხბურთელი „ტორპედოს“ უკვე შეუერთდა. 2 წლის წინ ელეზი Guardian-ის ვერსიით, მსოფლიოს მასშტაბით 60 საუკეთესო ტალანტში მოხვდა.

ელეზი აქამდე „შკენდიაში“ თამაშობდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 74 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 10 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელით თურქული კლუბებიც იჩენდნენ ინტერესს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111615