„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გარეთ ბეილის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, ახლა ბეილს შეუძლია წარმატებას გოლფში მიაღწიოს.
„ბეილი დიდებული ფეხბურთელი იყო, ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა მრავალი ტიტულით. ახლა კი შეუძლია გოლფის წარმოუდგენელი მოთამაშე გახდეს. მასთან ერთად გოლფი არ მითამაშია, რადგან დაკავებული იყო, მაგრამ ახლა, როცა დრო ექნება, დავპატიჟებ. ოდესმე თუ მიცდია ბეილის შეძენა? არა, ძალიან ძვირი ღირდა“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, გარეთ ბეილმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა და ფეხბურთიდან მხოლოდ 33 წლის ასაკში წავიდა.