ფეხბურთი

21:40 | 10.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" დეპაის გადაბირება სურს

„ბარსელონას“ თავდამსხმელი მემფის დეპაი შესაძლოა მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდეს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, მადრიდელებმა „ბარსას“ ტრანსფერის თაობაზე მიმართეს და კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაში გაიმართება.

„როხიბლანკოში“ დეპაი ჟოაო ფელიქსის შემცვლელად ესახებათ, რომლის ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

მემფის დეპაიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მას მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117676