ფეხბურთი

21:05 | 10.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "გატუზოსთან პირადი პრობლემები მქონდა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჯენარო გატუზოზე ისაუბრა.

ანჩელოტი და გატუზო ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ. როგორც ანჩელოტიმ აღნიშნა, რინოსთან პრობლემები ჰქონდა.

„გატუზოსთან ძალიან კარგი მომენტები მაკავშირებს, ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოვიგეთ და არის მომენტები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება, თუმცა ორი ადამიანის ურთიერთობა ყოველთვის კარგი არაა, გვქონდა პრობლემები, რომელზეც საუბარი არ მინდა, რადგან პირადი საკითხია“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, „რეალისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრა 11 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.123594