ფეხბურთი

20:02 | 10.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სკოტო: "სპალეტიმ ზაფხულში გადაწყვიტა პენალტები კვარაცხელიას დაერტყა, მერე არ ვიცი, რა მოხდა"

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის წინ, ზაფხულში გადაწყდა, რომ „ნაპოლის“ პენალტისტი ხვიჩა კვარაცხელია იქნებოდა. თუმცა, არ იცის, მას შემდეგ რა შეიცვალა და რატომ არ ასრულებს პენალტებს ქართველი ფეხბურთელი.

„დიმაროში ვიყავით და ჯერ კიდევ ივლისი იყო, როდესაც სპალეტიმ გადაწყვიტა „ნაპოლის“ პენალტისტი კვარაცხელია ყოფილიყო. არ ვიცი, რატომ არ დაურტყამს პენალტი მას სერია A-ში ამ დრომდე და მისი შესრულების პასუხისმგებლობას სხვა თანაგუნდელებს რატომ უტოვებს“, - თქვა სკოტომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ დღემდე 3 პენალტი შეასრულა, მაგრამ მხოლოდ ერთი ოფიციალურ მატჩში - ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსის“ წინააღმდეგ. ორჯერ კი პენალტი მან ამხანაგურ შეხვედრებში, „ესპანიოლისა“ და „ვილიარეალის“ წინააღმდეგ დაარტყა. ქართველი ფეხბურთელის ყველა თერთმეტმეტრიანი ზუსტი იყო.

0.112153