იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ჯერ კიდევ მანქანის ქურდობის შოკშია, ამიტომ სპეციალისტის დახმარება სჭირდება.
კორბო დარწმუნებულია, რომ კვარას წინ დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მას დახმარება სჭირდება.
„უნდა გავიგოთ, რატომ არის კვარაცხელია დღემდე ჩრდილში. ჩემი აზრით, ფეხბურთელმა შოკი მიიღო სახლში ქურდების შეღწევით და ამას ზურგის ტრავმაც დაემატა, რამაც მას ხელი შეუშალა. იმედი მაქვს, რომ რომელიმე კარგი სპეციალისტი შეძლებს გაიგოს რა მოხდა და ვიმედოვნებ, რომ მალე საუკეთესო ფორმაში დაბრუნდება.
ამ ბიჭს შეუძლია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და ამიტომ კარგი იქნება, თუ თავის დონეს დაუბრუნდება. განსაკუთრებული სიმპათია მაქვს მის მიმართ, რადგან მგონია, რომ ჯანსაღი ოჯახიდან მოდის და ბავშვობიდან სწორად ცხოვრობდა. იმედი მაქვს, ისეთი მომავალი ექნება, როგორსაც იმსახურებს“, - თქვა კორბომ.