საფეხბურთო აგენტმა, სონია სუიდმა, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნოელ ლე გრე, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
„28 წლის ვიყავი, ის 72-ის (ახლა ლე გრე 81 წლისაა - რედ). მეტი პატივისცემა მართებდა. არასოდეს აღმიქვამდა აგენტად, მხოლოდ ჩემს მკერდს და უკანალს ხედავდა. ქალი-აგენტი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და ყოველთვის ვცდილობ თავი ამ მხრივ გამოვიჩინო. ასეთი დამოკიდებულება კი დიდ ტკივილს მაყენებს. ეს დამამცირებელია.“ - ციტირებს სუიდის სიტყვებს Ge.globo.
ასევე სუიდმა განაცხადა, რომ 2014 წელს ლე გრემ ის საკუთარ ბინაში დაპატიჟა სამუშაო ამბების განსახილველად. ოთახში შესულმა გოგონამ კი შამპანურის ბოთლი და ორი ჭიქა დაინახა. სონიამ მაშინვე დატოვა სახლი.