ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი ლუკას პოდოლსკი თავისივე ორგანიზებული საქველმოქმედო ტურნირის მატჩში მოედნიდან გააძევეს.
„გურნიკის“ ფეხბურთელმა მსაჯთან იკამათა, რის შედეგადაც წითელი ბარათი უჩვენს და მოედანი დაატოვებინეს. ლუკასმა პროტესტი გაძევების მერეც გააგრძელა და მოედანზე ბოთლიდან წყალიც გადაასხა.
პოდოლსკი ფეთქებადი ხასიათით ადრეც გამოირჩეოდა და როგორც ჩანს, კარიერის მიწურულსაც არ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ ლუკას პოდოლსკი პოლონეთშია დაბადებული და მეორე სეზონია ჟაბრჟეს „გურნიკის“ რიგებში თამაშობს.