ფეხბურთი

23:28 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია „ტოტენჰემის“ ვეტერანმა მეკარემ თვითონ დაადასტურა.

ლორისმა ნაკრებიდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. უგომ საფრანგეთის ნაკრების მაისურით 145-ჯერ ითამაშა, რითაც „მამლების“ ისტორიაში რეკორდსმენია.

ლორისმა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, 2021 წელს ერთა ლიგა, ხოლო 2016 წელს ევროპის და 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა.

მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ნაკრების ახალი მთავარი მეკარე მაიკ მენიო იქნება, რომელიც „მილანის“ რიგებში თამაშობს.

0.103601