ფეხბურთი

22:59 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ნასრი" მარკო როისს რონალდუს ხელფასის 10%-ს სთავაზობს

„ალ-ნასრი“ კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მარკო როისის გადაბირებასაც გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail-ი ავრცელებს.

როისს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და აზიელების მიზანია, რომ გერმანელი ნახევარმცველი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირონ.

„ალ-ნასრი“ როისს კრიშტიანუ რონალდუს ხელფასის 10%-ის სთავაზობს, რაც წლიურად 20 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მარკო „დორტმუნდში“ ამჟამად სეზონში 12 მილიონს გამოიმუშავებს, საუდის არაბეთში მისი ანაზღაურება გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე გერმანიაში.

შეგახსენებთ, რომ მარკო როისი „დორტმუნდის“ აკადემიის აღზრდილია, სადაც 1996-2006 წლებში იზრდებოდა, შემდეგ კი მან „ვეიზ ალენში“ ითამაშა, ხოლო 2009-2012 წლებში „გლადბახის“ ღირსებას იცავდა. 2012 წელს ის მშობლიურ „დორტმუნდს“ დაუბრუნდა და მას მერე „ყვითლების“ მაისურით 368 მატჩში 156 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11757