ლონდონის „ჩელსიმ“ შესაძლოა პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ჟოაო ფელიქსი დაიმატოს.
The Athletic-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ვერბალური შეთანხმება მიღწეულია და დიდი შანსია, რომ ტრანსფერი წარმატებით დაიხუროს. „ჩელსი“ 23 წლის შემტევს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატებს და „ატლეტიკო“ ამ იჯარის სანაცვლოდ 11 მილიონ ევროს მიიღებს.
ჟოაო ფელიქსი „ატლეტიკოში“ 2019 წლიდან თამაშობს და 131 მატჩში 34 გოლი გაიტანა, თუმცა, ბოლო პერიოდში დიეგო სიმეონე მას იშვიათად ენდობა.