ბერგამოს „ატალანტასა“ და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი რუსლან მალინოვსკი კარიერას მარსელის „ოლიმპიკში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
მალინოვსკი „მარსელს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა და ფრანგებს ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
რუსლან მალინოვსკი „ატალანტაში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 143 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა. მანამდე კი ბელგიური „გენკის“ წევრი იყო, ხოლო კარიერის საწყის ეტაპზე სამშობლოში „სევასტოპოლისა“ და „ზორიას“ ღირსებას იცავდა.