„ალ-ნასრში“ კრიშტიანუ რონალდუს არაოფიციალური დებიუტი სავარაუდოდ, „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ შედგება.
ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 19 იანვარს, რიადში ამხანაგურ თამაშს „ალ-ნასრისა“ და „ალ ჰილალის“ გაერთიანებულ გუნდებთან ჩაატარებს. რონალდუ ცხადია, შემადგენლობაში იქნება.
ამრიგად, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს კიდევ დაპირისპირება შედგება, მართალია, ამხანაგურ შეხვედრაში, მაგრამ მაინც. კრიშტიანუს „ალ-ნასრში“ ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის უფლება ჯერჯერობით არ აქვს და მოსალოდნელია, რომ პირველ ოფიციალურ მატჩს აზიურ გუნდში 22 იანვარს ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს ანაზღაურება საუდის არაბეთში წელიწადში 200 მილიონი ევროა და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.