ფეხბურთი

19:59 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილმა კარიერა დაასრულა

გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება 33 წლის უელსელმა ფეხბურთელმა თავად გააკეთა.

ბეილმა ბოლო სეზონი ამერიკაში, „ლოს ანჯელესში“ გაატარა, სადაც MLS-ის ჩემპიონი გახდა და კლუბთან კონტრაქტი ისევ აკავშირებდა, ამდენად მისი ფეხბურთიდან წასვლა მოულოდნელი იყო.

„ჩემი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადავდივარ, ცვლილებებისა და ახალი გამოწვევების დროა“, - დაწერა გარეთმა.

გარეთ ბეილმა კარიერა „საუთჰემპტონში“ დაიწყო, თუმცა სახელი „ტოტენჰემში“ გაითქვა, სადაც თავიდან მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ მისი შემტევი უნარებიდან გამომდინარე, მალევე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში დაიწყო.

მან „საუთჰემპტონში“ 45 მატჩში 5 გოლი გაიტანა, „ტოტენჰემში“ 237 შეხვედრაში თავი 71-ჯერ გამოიჩინა, მადრიდის „რეალის“ რიგებში 258 შეხვედრაში 106 გოლი მიითვალა, ხოლო „ლოს ანჯელესში“ 13-ჯერ ითამაშა და მეტოქეები სამჯერ დაამწუხრა. უელსის ნაკრების რიგებში ბეილმა 111 მატჩში 41 გოლი გაიტანა.

0.11397