„ნაპოლისა“ და „რომას“ გულშემატკივრებმა ავტომაგისტრალზე იჩხუბეს. ფიზიკურ დაპირისპირებაში 300-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული.
იტალიური მედიის ცნობით 1 გულშემატკივარი დაჭრილია, 100-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება ქალაქ არეცოსთან, A1 ავტომაგისტრალზე მოხდა. სხვათა შორის, ზუსტად ამ ადგილზე 2007 წელს, ფანების დაპირისპირების შედეგად „ლაციოს“ ტიფოზი, გაბრიელე სანდრი მოკლეს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ ასეთი ფაქტის გამო დაუსჯელი გულშემატკივარი არ უნდა დარჩეს და მკაცრ ზომებს გაატარებენ.
არაა, გამორიცხული, „ნაპოლისა“ და „რომას“ სტადიონებს დისკვალიფიკაცია გამოუწერონ, თუმცა, ეს საკითხი ჯერ განხილვის სტადიაზეა. „ნაპოლის“ ფანები ნეაპოლიდან გენუაში მიდიოდნენ, ხოლო „რომას“ ტიფოზები რომიდან მილანში.