ფეხბურთი

16:53 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად რობერტო მარტინესი დაინიშნა

რობერტო მარტინესი პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ესპანელი ახალ სამსახურში ოფიციალურად წარადგინეს და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

ამრიგად, მარტინესი პორტუგალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაწვრთნის და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაშიც სამსახურს შეინარჩუნებს.

მარტინესმა ფერნანდუ სანტუში შეცვალა და პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში მესამე უცხოელი მწვრთნელია. მანამდე ოტო გლორია და ლუიშ ფელიე სკოლარი იყვნენ არაპორტუგალიელები, რომლებმაც პორტუგალიის ნაკრებში იმუშავეს.

შეგახსენებთ, რობერტო მარტინესი 2016-2022 წლებში ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, მანამდე კი ლივერპულის „ევერტონში“ მუშაობდა.

0.124788