ჩოგბურთი

16:28 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა

ქარველი ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ამერიკელ კეტი ვოლინეცთან დამარცხდა.



ქართველისა და ამერიკელის დაპირისპირება 1 საათი და 24 წუთი გაგრძელდა და მატჩი ვოლინეცის გამარჯვებით, 2:1 (6:7, 6:1, 6:1) დასრულდა. შესაბამისად, ეკატერინე გორგოძე წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

სამაგიეროდ, ძირითად ბადეშია ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც წლის წარუმატებელი დასაწყისის გამოსწორებას შეეცდება.

ავსტრალიის ღია პირველობა 16 იანვარს დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება.


0.116699