ფეხბურთი

15:50 | 9.01.2023 | ნანახია 0 - ჯერ

ხავიერ ტებასი: “2025 წელს სუპერლიგა არ გაიმართება“

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ესპანური ფეხბურთის გარშემო მომხდარ ბოლოდროინდელ ამბებზე ისაუბრა, სადაც სუპერლიგის პროექტს, პიკეს „ანდორაში“ თამაშს, ხელით თამაშსა და ტრანსფერების საკითხს შეეხო:



სუპერლიგის შესახებ: „ბარსელონას პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი სუპერლიგის პროექტის შესახებ. 2025 წელს სუპერლიგა არ იქნება. ჩვენ მხოლოდ იმ ნიუანსებით უნდა შევიცვალოთ, რომლებიც საჭიროა, თუმცა მომავალი მდიდარი კლუბების ხელში არ უნდა ჩავაგდოთ"

ჟერარ პიკეს „ანდორაში“ თამაშზე: „ეკონომიკური კონტროლი იმდენად მჭიდროა და ისეთ დონემდე აღწევს, რომ ხანდახან არც ლა ლიგის პრეზიდენტი და არც კლუბები არ იცნობენ მას ღრმად. მე იურისტი ვარ და ყველა კანონი არ ვიცი. იმ გუნდიდან, სადაც ძალიან მაღალი ხელფასი გქონდა, იმ გუნდში ვერ გადახვალ, სადაც ძალიან დაბალი ხელფასი გექნება. ეს ამ სეზონში. შემდეგ სეზონში კი ვნახოთ რა იქნება.“

ხელით თამაშზე: „ამ საკითხზე მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან უსიამოვნებებს ვაწყდებით. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა შევცვალოთ. ძალიან რთულია იმის თქმა, ამა თუ იმ მომენტში იყო თუ არა ხელით თამაში. კარგად მახსოვს ვალდებებასზე მომხდარი შემთხვევა, როდესაც ხელით თამაში დაინიშნა, თუმცა ფეხბურთელს ბურთი ზურგზე მოხვედრია. ჩვენ ვარის შემცირებას ვაპირებთ. ვფიქრობთ, ხუთი ან ექვსი მსაჯი საკმარისი იქნება.“

ტრანსფერების შესახებ: „ლა ლიგაში დიდი ტრანსფერები იმიტომ არ ხორციელდება, რომ ხელფასებს შორის დიდი ცვლილებები არ ხდება. აი მაგალითად პრემიერლიგაზე შემიძლია ვთქვა, რომ ნელ-ნელა კონკურენცია ქრება. ჩვენ და გერმანია ვართ ის ჩემპიონატები, რომლებიც კონკურენციას არ დავკარგავთ, რადგან ამისთვის შესაფერისი მოდელი გვაქვს“ - განაცხადა ტებასმა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:26 | 14.11.2017
ogafa (10220)

მსაჯმა მიქარა

19:06 | 10.11.2017
O. Mertskhali (8101)

მაფია უკვდავი თუა არ ვიცი, მარა ცოცხალი ნამდვილადაა

18:10 | 10.11.2017
drogba-11 (13246)

sasacilo isaa rom aratu xelze moxvda mxaric ki ar yopila da irlandias kide aket ar misces penalti shveicarieli ert epizodshi 2-jer sheexo xelit burts

15:29 | 10.11.2017
Germany12 (49)

ასეთი პენალტის დადება არ შეიძლება. არანაირად არ იყო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064054
სარეკლამო ადგილი - 99
X x X