სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:15 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლე გრემ ზიდანის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ ზიდანის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.



„მინდა ბოდიში მოვიხადო იმ განცხადების გამო, რომელიც აბსოლუტურად არ ასახავს ჩემს შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორი ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო ზინედინ ზიდანი.“

„მე მივეცი ინტერვიუ ფრანგულ რადიოსადგურ RMC-ს, ეს კი არ უნდა გამეკეთებინა, რადგან ისინი სკანდალის შექმნას ცდილობდნენ დიდიე დეშამისა და ზინედინ ზიდანის, ფრანგული ფეხბურთის ორ დიდებული პიროვნების დაპირისპირებით"

„ვაღიარებ, რომ უხერხული განცხადებები გავაკეთე, რამაც გაუგებრობა გამოიწვია. ზიდანმა იცის, რომ მის მიმართ ისეთი პატივისცემა მაქვს, როგორც ყველა ფრანგს.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ ზინედინ ზიდანზე ისაუბრა და თქვა, რომ არ აინტერესებს, სად იმუშავებს ზიდანი და დარეკვის შემთხვევაში მის ზარსაც არ უპასუხებდა. ამის გამო ის კილიან მბაპემ გააკრიტიკა, „რეალ მადრიდმა“ კი ზიდანის მხარდასაჭერად ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

თეგებინოელ ლე გრე
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.064085