ფეხბურთი

14:42 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალს“ ალეხანდრო ბალდეს შეძენა სურს, მას კი ჯერ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია

ლონდონის „არსენალი“ კატალონიის „ბარსელონას“ ახალგაზრდა მარცხენა მცველის, ალეხანდრო ბალდეს შეძენითაა დაინტერესებული, მათ შანსებს კი ის ზრდის, რომ ფეხბურთელს „ბლაუგრანასთან“ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია.



კატალონიური კლუბი აპირებს 19 წლის მცველს კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივოს, გამოსასყიდი თანხა კი 500 მილიონი ევრო დაუწესოს, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. ბალდეს ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ცხადყო, რომ მისი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ „ბარსელონაში“ ფინანსური პრობლემები კვლავაც გრძელდება. „მეთოფეები“ შეეცდებიან ამ სიტუაციით ისარგებლონ და ესპანელი ფეხბურთელი ხელში ჩაიგდონ.

ალეხანდრო ბალდე „ბარსელონას“ ძირითად გუნდში გასულ სეზონში გამოჩნდა და თავი საკმაოდ კარგად დაიმკვიდრა. იმდენად კარგად, რომ ლუის ენრიკემ ის მსოფლიო ჩემპიონატზეც კი წაიყვანა.

ბალდეს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა კატალონიურ კლუბს უკვე რამდენჯერმე მიანიშნა, რომ თუ კლუბს ფული დასჭირდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი შესანიშნავი შემოსავლის წყარო იქნება.

19 წლის ფეხბურთელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.116087