ჩოგბურთი

14:12 | 9.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნაომი ოსაკა ავსტრალიის ღიაზე არ ითამაშებს

დიდი სლემის ოთხი ტიტულის მფლობელი, იაპონელი ნაომი ოსაკა ავსტრალიის ღია პირველობაზე არ ითამაშებს. ეს ინფორმაცია, ტურნირის ორგანზატორებმა გაავრცელეს, რომლებსაც მიზეზი არ დაუსახელებიათ. მის ნაცვლად, მელბურნში უკრაინელი დაიანა იასტრემსკა ითამაშებს.

მსოფლიოს ყოფილმა ჩოგანმა ავსტრალიის ღიას წინა ტურნირები (ადლაიდასა და ჰობარტში) გამოტოვა, რამაც მელბურნში მის გამოსვლასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები გააჩინა. დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ის არ ითამაშებს.

ოსაკას ავსტრალიის ღია პირველობა ორჯერ, 2019 და 2021 წლებში აქვს მოგებული. WTA-ს ტურზე მან ბოლოს შარშან, სექტემბერში ითამაშა. ტოკიოს პან-პასიფიკი მან მეორე წრეში, ავადმყოფობის გამო დატოვა. მანამდე კი წინა სამ ტრურნირს, მათ შორის აშშ-ის ღია პირველობას, პირველივე წრეში გამოეთიშა.

ეს ავსტრალიის ღიას ქალთა ბადის მეორე ტიტულოვანი ჩოგბურთელის დანაკლისია. უფრო ადრე, ტურნირზე თამაშზე უარი ვენუს უილიამსმა განაცხადა, ვინც ამის მიზეზად, ტრავმა დაასახელა.

0.116368