იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში ბექა ბურჯანაძის „რეჯანამ“ „სასარის“ უმასპინძლა და 74:99 დამარცხდა.
სტუმრებმა უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს, საბოლოოდ ოთხივე პერიოდი მოიგეს და ძალიან მარტივად გაიმარჯვეს.
ბექა ბურჯანაძემ 26 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 7 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„რეჯანამ“ 3 მოგებით და 11 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზეა და მომდევნო ტურში 15 იანვარს, „ტრენტოს“ სტუმრად შეხვდება.