ფეხბურთი

22:22 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" თორნიკე კაპანაძე დაიმატა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ თორნიკე კაპანაძე დაიმატა, რომელიც ბოლო წლებში გორის დილაში თამაშობდა.

30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ზღვისპირელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა კონტრაქტის ხანგრძლივობა უცნობია. კაპანაძეს კარიერის განმავლობაში „სამტრედიაში“, „სამგურალში“, „ზესტაფონში“, „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისში“ აქვს ნათამაშები.

გარდა ამისა, ბათუმელთა რიგებში სინჯებზე იმყოფება უკრაინელი მეკარე ოლექსანდრ ტკაჩენკო, რომელთანაც კონტრაქტის გაფორმების საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14213