ბრაზილიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი რობერტო დინამიტი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია „ვასკო და გამას“ ვებგვერდმა გაავრცელა.
დინამიტს 2021 წელს ნაწლავის კიბო დაუდგინდა და დაავადებასთან გამკლავება ვერ მოახერხა.
რობერტო დინამიტი 1971-1979 და 1980-1993 წლებში „ვასკო და გამაში“ თამაშობდა, შესაბამისად, ამ კლუბის ლეგენდაა, რომლის რიგებში 311 მატჩში 181 გოლი გაიტანა. 1979-1980 წლების სეზონში მან „ბარსელონაში“ ითამაშა. 1975-1984 წლებში კი ბრაზილიის ნაკრების მაისური 38-ჯერ მოირგო და 20 გოლი გაიტანა.