კალათბურთი

17:40 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი გარდაიცვალა

49 წლის ასაკში გარდაიცვალა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და საქართველოს 5-გზის ჩემპიონი, მამუკა აბრამიძე. თავისი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი კალათბურთელის პროფესიული კარიერა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში დაიწყო, თუმცა გამორჩეული მონაცემების გამო ის მალე მიიწვიეს იმ დროის წამყვან ქართულ გუნდებში – „ვითაში“, შემდეგ ბათუმის „ბასკოში“, თბილისის „დინამოში“. აბრამიძემ ამ გუნდების გარდა თსუ-ში, თბილავიამშენში და სტუ-ჯეოსელში ითამაშა. ეროვნულ ნაკრებში მამუკას 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც ის მატჩში საშუალოდ 27 წუთს თამაშობდა და 6 ქულასთან ერთად 2 პასს აგროვებდა.

მამუკა აბრამიძის გამოსვენება შედგება ვარკეთილის მეურნეობის ცენტრში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიდან სამშაბათს, 10 იანვარს, 14:00 საათზე

0.116573