ფეხბურთი

15:35 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გრიგოლ დოლიძემ კარიერა დაასრულა

წყალტუბოს „სამგურალის“ ფეხბურთელმა გრიგოლ დოლიძემ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

40 წლის ფეხბურთელი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „სამგურალში“ ირჯებოდა, სხვადასხვა პერიოდში კი „გურიას“, „მერცხალის“, თბილისის „სპარტაკის“, ბოლნისის „სიონის“, თბილისის „ამერის“, „სიმურგის“, „ოლიმპის“, „ბაიას“, „დილას“, „ზესტაფონის“, „სამტრედიას“, „შუქურასა“ და „ტორპედოს“ წევრი იყო.

მან 2008 წელს საქართველოს ნაკრების რიგებში 3-ჯერ ითამაშა. დოლიძემ 4-ჯერ მოიგო საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116283