ფეხბურთი

14:26 | 8.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძემ "ტორპედო" დატოვა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა. 32 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც არ გახანგრძლივებულა.

„მადლობა ქუთაისს და ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ძალიან შემაყვარა თავი ამ ქალაქმა! წარმატებები და წინ სვლა“. - დაწერა მჭედლიძემ სოციალურ ქსელში.

ლევან მჭედლიძე „ტორპედოში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 26 მატჩში 3 გოლი გაიტანა. იმერულ გუნდთან ერთად მან გასულ წელს საქართველოს თასი მოიგო.

ლევან მჭედლიძეს „ემპოლიში“, „პალერმოში“, „დინამო თბილისსა“ და „დინამო ბათუმში“ უთამაშია. ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას გამოცდილი თავდამსხმელი.

0.11967