იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში „იუვენტუსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „ინტერმა“ „ნაპოლისთან“ მოპოვებული გამარჯვება გააფერკრთალა, რადგან დაუგეგმავი ქულები დაკარგა.
„იუვენტუსი“ ნამდვილად არ თამაშობს იდეალურ ფეხბურთს და ბევრი ფეხბურთელიც აკლია ტრავმების გამო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - მასიმილიანო ალეგრის გუნდი სკუდეტოსთვის ბრძოლაში საბოლოოდ ჩაერთო, რადგან ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.
„ბებერ ქალბატონს“ შინ „უდინეზეს“ ძლევა ძალიან გაუჭირდა და დანილოს 86-ე წუთზე გატანილი გოლით აჯობა. ბრაზილიელმა მცველმა ფედერიკო კიეზას შესანიშნავი პასით ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა. „იუვემ“ როგორც ვთქვით, სერია A-ში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ხსენებულ 8 მატჩში გოლი არ გაუშვია. ალეგრის გუნდს 17 ტურში მხოლოდ 7 გოლი აქვს გაშვებული და მეორე ადგილზეა. ტურინელები ლიდერ „ნაპოლის“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა, თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. 13 იანვარს კი, ნეაპოლში, სწორედ „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ დაუპირისპირდებიან.
„ინტერმა“ წინა ტურში „ნაპოლის“ მოუგო და თითქოს საჩემპიონო რბოლაში დაბრუნდა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდმა „მონცასთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა, რითაც „ნაპოლის“ უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა მისცა. „ნერაძური“ ორჯერ იგებდა მატეო დარმიანისა და ლაუტარო მარტინესის გოლებით, თანაც, 90-ე წუთამდე წინ იყო ანგარიშში, მაგრამ ბოლოს გაუშვა და ფრე - 2:2. „ინტერისთვის“ ეს მიმდინარე სეზონში პირველი ფრე იყო და 34 ქულით მეოთხე ადგილზეა.
„ფიორენტინა“ – „სასუოლო“ 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 საპონარა (48), 1:1 ბერარდი (57), 2:1 გონსალესი (90)
„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 დანილო (86)
„მონცა“ – „ინტერი“ 2:2 (1:2)
გოლები: 0:1 დარმიანი (10), 1:1 ჩურია (11), 1:2 ლაუტარო (22), 2:2 კალდიროლა (90)
1 | ნაპოლი | 16 | 13 | 2 | 1 | 37 | 13 | 24 | 41 |
2 | იუვენტუსი | 17 | 11 | 4 | 2 | 26 | 7 | 19 | 37 |
3 | მილანი | 16 | 11 | 3 | 2 | 31 | 16 | 15 | 36 |
4 | ინტერი | 17 | 11 | 1 | 5 | 37 | 24 | 13 | 34 |
5 | ლაციო | 16 | 9 | 3 | 4 | 27 | 13 | 14 | 30 |
6 | რომა | 16 | 9 | 3 | 4 | 19 | 14 | 5 | 30 |
7 | ატალანტა | 16 | 8 | 4 | 4 | 24 | 17 | 7 | 28 |
8 | უდინეზე | 17 | 6 | 7 | 4 | 25 | 19 | 6 | 25 |
9 | ფიორენტინა | 17 | 6 | 5 | 6 | 21 | 22 | -1 | 23 |
10 | ტორინო | 16 | 6 | 4 | 6 | 17 | 18 | -1 | 22 |
11 | ბოლონია | 16 | 5 | 4 | 7 | 20 | 26 | -6 | 19 |
12 | ლეჩე | 16 | 4 | 6 | 6 | 16 | 18 | -2 | 18 |
13 | ემპოლი | 16 | 4 | 6 | 6 | 13 | 20 | -7 | 18 |
14 | მონცა | 17 | 5 | 3 | 9 | 19 | 25 | -6 | 18 |
15 | სალერნიტანა | 16 | 4 | 5 | 7 | 20 | 26 | -6 | 17 |
16 | სასუოლო | 17 | 4 | 4 | 9 | 17 | 26 | -9 | 16 |
17 | სპეცია | 16 | 3 | 5 | 8 | 16 | 28 | -12 | 14 |
18 | სამპდორია | 16 | 2 | 3 | 11 | 8 | 28 | -20 | 9 |
19 | კრემონეზე | 16 | 0 | 7 | 9 | 11 | 27 | -16 | 7 |
20 | ვერონა | 16 | 1 | 3 | 12 | 13 | 30 | -17 | 6 |