ფეხბურთი

19:17 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ალ ნასრმა“ თვალი მარკო როისს დაადგა

კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთში გადაბარგების შემდეგ, მისი ახალი კლუბი, „ალ ნასრი“ ევროპულ ვარსკვლავებზე ნადირობას განაგრძობს და ამჯერად მათ თვალი მარკო როისს დაადგეს.



რონალდუსთან ერთად „ალ ნასრში“ გადასვლის კანდიდატებად თავდაპირველად ნგოლო კანტე, ბოლო პერიოდში კი ლუკა მოდრიჩი და სერხიო რამოსიც მოიაზრებოდნენ, ამჟამად კი ამ სიას გერმანელი მარკო როისიც შეემატა.

როისს წლის ბოლოს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი ეწურება, „ალ ნასრი“ კი შეეცდება მსუყე კონტრაქტის დეტალების შეთავაზებით, გერმანელი ვარსკვლავი გადაიბიროს. მარკო როისი „დორტმუნდს“ 2012 წელს შეუერთდა და მას შემდეგ კლუბის ერთგულად რჩება.

რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, პორტუგალიელ ფეხბურთელს „ალ ნასრში“ ჯერ დებიუტი არ ჰქონია, რადგან ინგლისის პრემიერლიგაში მიღებული 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს მოსახდელი. გუშინ იგი მისი ახალი გუნდის თამაშს სავარჯიშო დარბაზიდან ადევნებდა თვალს.

0.132232