ფეხბურთი

18:25 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრებთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

ბელგიის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, რობერტო მარტინესმა, რომელმაც თანამდებობა მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ დატოვა, პორტუგალიის ნაკრებთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.



წამყვანი სპორტული გამოცემების ინფორმაციით, 49 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი მომდევნო კვირის ბოლოს დაიდება.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მარტინესმა ბელგიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ცუდი შედეგი დააფიქსირა, ჯგუფში ჩარჩა და თანამდებობა მალევე დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებაც შეეძლო, თუმცა მარტინესმა არჩევანი პორტუგალიის ნაკრებზე გააკეთა.

თავის მხრივ, პორტუგალიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის ძიებაში რამდენიმე ცნობილი კანდიდატურას, ჟოზე მოურინიოს, კარლო ანჩელოტის და სხვებს განიხილავდა.


0.132116