ფეხბურთი

17:00 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინიმ ჯანლუკა ვიალისთან ბოლო შეხვედრაზე ისაუბრა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ, რომელიც გარდაცვლილი ჯანლუკა მანჩინის უახლოესი მეგობარი იყო, მასთან ბოლო შეხვედრა გაიხსენა.

მანჩინი მეგობარს 29 დეკემბერს, ლონდონში, საავადმყოფოში ესტუმრა, სადაც ლუკასთან დიალოგი გაიხსენა.

„უძლური იყო, ლაპარაკიც უჭირდა, მაგრამ საღ გონებაზე. ლომი ბოლომდე იბრძოდა. ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვილაპარაკეთ, ისიც მკითხა, როგორ ჩაიარა დეკემბრის რიგგარეშე სანაკრებო შეკრებამ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან. კითხვებს მისვამდა, ყველაფრის გაგება და ჩვენი პროექტის პროგრესის შესახებ ყველაფრის ცოდნა უნდოდა.

ჩემი ნამდვილი ძმა დავკარგე, რადგან ერთმანეთი 16 წლის ასაკში გავიცანით და მას შემდეგ ყოველთვის ერთად ვიყავით“, - ციტირებს იტალიური მედია მანჩინის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ვიალი და რობერტო მანჩინი „სამპდორიაში“ ერთად თამაშობდნენ, ბოლო 4 წელი კი იტალიის ნაკრებში ერთად მუშაობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119571