ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი კანჩელსკისმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებმა მატჩები იყიდა და მეოთხედფინალამდე მისვლა ამის წყალობით მოახერხა.
„რატომ უნდა დავუჭირო მხარი სტანისლავ ჩერჩესოვს? იმის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერი იყიდეს? მუნდიალზე რუსეთმა ყველა თამაში იყიდა, არ იცით? ესპანეთის მეფეც კი ჩამოვიდა ესპანეთთან მატჩის წინ და კონკრეტული გარიგება შედგა“, - თქვა კანჩელსკისმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებმა 2018 წლის მუნდიალზე მეოთხედფინალში გასვლა შეძლო, სადაც ხორვატიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.