ფეხბურთი

13:31 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვიალის დაკრძალვის ცერემონია საჯარო არ იქნება, არც თარიღია ცნობილი

ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელ ჯანლუკა ვიალის ლონდონში დაკრძალავენ, სადაც 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვიალის ინგლისელი მეუღლე ჰყავს, კატრინ უაით-კუპერი, რომელიც „ჩელსიში“ თამაშის პერიოდში გაიცნო და მისი შვილებიც, სოფია და ოლივია ლონდონში ცხოვრობენ. ამრიგად, ჯანლუკას ლონდონში დაკრძალავენ და მისი ანდერძის თანახმად, დაკრძალვის ცერემონია გასაჯაროებული არ იქნება.

Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, დაკრძალვის თარიღიც არ გახდება ფართო საზოგადოების ცნობილი და გამოსამშვიდობებელი ცერემონია მხოლოდ ვიწრო წრეში ჩატარდება.

გარდა ამისა, იტალიური გაზეთი წერს, რომ უახლოეს თვეებში საჯარო ცერემონია კრემონაში მოეწყობა, სადაც ვიალი დაიბადა და სადაც დღემდე ცხოვრობენ მისი ძმები, ასევე მამა ჯანფრანკო და დედა მარია ტერეზა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ვიალის 2017 წელს პანკრეასის კიბო დაუდგინდა და 6 იანვარს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

0.115136