სანდრო მამუკელაშვილი „მილუოკი ბაქსის“ ისევ „ვისკონსინში“ ჰყავს განათხოვრებული, სადაც ქართველმა კალათბურთელმა მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა.
„ვისკონსინმა“ „პარკ სქაიჰოუქსი“ დაძაბულ ბრძოლაში 120:116 დაამარცხა, სანდრო კი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. მამუკელაშვილმა 35 წუთში 29 ქულა, 16 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, რითაც გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.
„სქაიჰოუქსის“ რიგებში გიორგი ბეჟანიშვილმა ითამაშა, რომელმაც 21 წუთში 2 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
„ვისკონსინი“ მომდევნო შეხვედრას 12 იანვარს, „მემფის ჰასტლთან“ ჩაატარებს, ხოლო „სქაიჰოუქსი“ 8 იანვარს, „ოსტინ სპურსს“ შეხვდება.