ფეხბურთი

11:07 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდესკი: "ვიალის გარეშე ევროპის ჩემპიონატს ვერ მოვიგებდით"

კანადური „ტორონტოს“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ ჯანლუკა ვიალის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გარეშე იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ვერ მოიგებდა.

„ჯანლუკა ყველაფერი იყო, მან ბევრი გააკეთა ბევრი ადამიანისთვის. თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ, რომ შევხვდი და მასთან ერთად გარკვეული დრო გავატარე. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მისი სიტყვები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ჩვენთან გამოიყენა, გამარჯვების ერთ-ერთი გასაღები იყო.

ჯანლუკას გარეშე ევროპის ჩემპიონატს ვერ მოვიგებდით, იმ ყველაფრის გამო, რაც მან გვასწავლა და გადმოგვცა. მინდა, საჯარო მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც გააკეთა, იშვიათი ადამიანი იყო, ძნელად საპოვნელი“, - თქვა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112147