ფეხბურთი

2:07 | 7.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის 90 წუთი და "ვალენსიას" მორიგი მარცხი ლა ლიგაში

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში „ვალენსიამ“ „კადისს“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა - 0:1.

ჯენარო გატუზოს გუნდი სეზონის განახლებას ცუდ ფორმაში შეხვდა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა. მატჩის ბედი რუბენ ალკარასის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც თავი მეცხრე წუთზე გამოიჩინა.

გიორგი მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა და 1 სეივი მიითვალა. ქართველის მეკარისთვის ეს სეზონში მე-16 თამაში იყო და კარი მშრალად სამჯერ შეინახა.

„ვალენსიას“ 16 ტურში 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 22 იანვარს, „ალმერიასთან“ „მესტალიაზე“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113985