უეფას მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას და უფრო მეტიც, ერთადერთი კანდიდატი იქნება.
უეფას ვებგვერდის ცნობით, ჩეფერინმა კანდიდატურა უკვე დაარეგისტრირა, თუმცა, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სხვა კანდიდატებს არ გამოუხატავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ფორმალობა იქნება და ჩეფერინი პრეზიდენტი კიდევ ერთი ვადით გახდება.
ალექსანდერ ჩეფერინი უეფას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. 5 აპრილს კი, ლისაბონში, უეფას მორიგ ყრილობაზე მას პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩევენ.