ფეხბურთი

23:52 | 6.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სალიჰამიჯიჩმა ზომერით დაინტერესება დაადასტურა

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა იან ზომერის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „გლადბახის“ შვეიცარიელი კიპერის კანდიდატურას მართლაც განიხილავენ.

„არ მიყვარს ფეხბურთელებზე საუბარი, თუ ისინი ჯერ „ბაიერნში“ არ არიან, მაგრამ იან ზომერთან დაკავშირებით არ დავმალავ, რომ მისი კანდიდატურა განიხილება. თუმცა მეკარის პოზიციაზე სხვადასხვა ვარიანტებსაც განვიხილავთ და შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - თქვა სალიჰამიჯიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ ტრავმის გამო მანუელ ნოიერი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა და ამიტომაც, „რეკორდმაისტერი“ ახალი მეკარის ტრანსფერს განიხილავს.

0.114488