ფეხბურთი

18:48 | 6.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" პორტუგალიელი ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

„ვულვზის“ ნახევარმცველი რუბენ ნევეში „ბარსელონაში“ ტრანსფერთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, 25 წლის ფეხბურთელი კლუბის სტრატეგიაში ჯდება, რადგან „ბარსას“ ბევრი ფინანსური რესურსი არ აქვს. კატალონიელები შეეცდებიან სატრანსფერო ფასის შესამცირებლად გარიგებაში ფრანკ კესი ან ნიკო გონსალესი ჩართონ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ნევეშის შესახებ ძალიან დადებითად „ბარსას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ისაუბრა და თქვა, რომ სერხიო ბუსკეტსის იდეალური შემცვლელი იქნება.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110579