ფეხბურთი

16:58 | 6.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" არეკ მილიკს გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ მარსელის „ოლიმპიკიდან“ არკადიუშ მილიკის გამოსყიდვას აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ტურინული კლუბის ხელმძღვანელები პოლონელი ფორვარდის თამაშით ძალიან კმაყოფილები არიან და ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

მილიკი „იუვეს“ გასულ ზაფხულს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რაც იტალიურ გრანდს მხოლოდ 800 000 ევრო დაუჯდა, ხოლო ზაფხულში მისი გამოსყიდვა 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, რასაც შესაძლოა 2 მილიონი ევრო ბონუსად დაემატოს.

არეკ მილიკმა მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

0.116738