ფეხბურთი

16:14 | 6.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "გენიოსი ვარ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „არსენალთან“ მატჩის შემდეგ იხუმრა და თქვა, რომ გენიოსია.

ეს განცხადება ესპანელმა გამოცნობილი ცვლილებების გამო გააკეთა. საქმე ისაა, რომ პეპმა ფილ ფოდენისა და ბერნარდუ სილვას ნაცვლად თამაშში ჯეკ გრილიში და რიად მაჰრეზი ჩართო, რაც გადამწყვეტი გამოდგა, რადგან გრილიშის პასით მაჰრეზმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„გენიოსი ვარ. წინა პრესკონფერენციაზე ჩემმა მეგობარმა ჯეიმი ჯექსონმა („გარდიანის“ ჟურნალისტი - რედ) მკითხა, რატომ გავაკეთე „ევერტონთან“ შეცვლა 87-ე წუთზე. ამჯერად კი, მატჩის შესვენებაზე ეს გამახსენდა და ცვლილებების გაკეთება გადავწყვიტე.

ფეხბურთელების სტიმულირება ვცადე იმით, რომ ჯერ კიდევ 63 ქულაა გასათამაშებელი, რაც ძალიან ბევრია. ხუთი წლის განმავლობაში ოთხჯერ გავხდით ჩემპიონები, ყველა ფიქრობს, რომ ნოემბერში უკვე ჩემპიონები უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს შეუძლებელია. სხვა გუნდები ზეწოლას არ განიცდიან. ჩვენთვის კარგია, რომ „არსენალს“ მივუახლოვდით, მაგრამ ისინი ამჟამად ლიდერის პოზიციას იმსახურებენ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩება.

0.121717