„მსაჯებო, კვარას მსგავსი ტალანტი უნდა დაიცვათ!“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია Corriere Dello Sport-მა და ცხადია, ეს სიტყვები რაზეც მიანიშნებს.
მილანის „ინტერთან“ შეხვედრაში კვარას წინააღმდეგ ხისტად ითამაშეს, ფეხებში ბევრჯერ მოარტყეს, მაგრამ მთავარმა მსაჯმა სიმონე სოცამ ქართველის წინააღმდეგ მილანელები ერთადერთხელ დააჯარიმა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ყვითელი ბარათიც არავისთვის უჩვენებია.
„ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი დროის კერპია, ის კარგი ბიჭია, რომელიც ზოგჯერ მეტოქეებსაც უყვარდებათ, თუმცა, მისი დამცინავი დრიბლინგები მცველებს სასოწარკვეთაში აგდებს. „სან სიროზე“ ის ჩაკეტილ გალიაში აღმოჩნდა და იბრძოდა, რომ ბოქლომის გასაღები ეპოვა, როდესაც ამას ახერხებდა, მაშინვე ფეხებში ხვდებოდა, როგორც მე-13 წუთზე შკრინიარისგან. კვარაცხელია ფეხბურთის ახალი თავისუფალი მოაზროვნეა, ის ფეხბურთის პატარა პრინცია, ამიტომ, ხელები შორს კვარასგან და ფეხები შორს მისი კოჭებისგან“, - წერს Corriere Dello Sport-ი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.